არ გჭირდებით შენ და მავანს ..


არ გჭირდებით შენ და მავანს
მომღერლად და მაქებრად?
არ მომისმენთ კენტად მავალს? _
ეგ მადარდებს ნაკლებად!
სხვებს სჭირდებათ, მარტვილს მჯერა,
ლექსთა ჩემთა ზვირთები,
და მეც ვიწყებ მათთვის მღერას
ვისაც მეტად ვჭირდები!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი