ლაშარის ჯვარში


აქ გინდა რაღაც უფრო მაღალი,
სანამ ლექსია,
სიტყვა თუგინდაც.
სანათას მოაქვს სუფრა ახალი,
ლელა ლალის ლუდს გვისხამს თუნგიდან.
ასე მგონია, ლუხუმი ბერი
შემოადგება შემართულ ლაშარს
და შემოიყვანს ის _ ხევისბერი
ქადაგად დასმულ ფერწასულ ვაჟას.
მის ხმალს და ნამუხლს უხმოდ დავეძებ,
ახ, თუნდაც ერთი მასმინა სიტყვა.
აქ ლექსიც უნდა მუხლზე დაეცეს,
რომ დიდმა ვაჟამ მას მიაკითხა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი