იცით, მე ვინ ვარ ..

იცით, მე ვინ ვარ,_რომ არ ვთქვა ბევრი,_
მცირე მტვერი ვარ შოთას კალმისა,
გურამიშვილის ვარ ცოტა ცრემლი
და ერთი თასმა ვაჟას ქალმნისა.
მე ჭავჭავაძის ვარ სისხლის წვეთი,
ბარათაშვილის ვარ ერთი ოხვრა,
ამიტომ მქვიან ალბათ პოეტი
და მათ მუხლებთან მიხდება მოხრა!