თვითმკვლელობა


კვლავ შენზე ფიქრი მკლავდა წუხელი
(ო, ეს იარა _ მარად უკურნი!)
და იყო ღამე, როგორც წუხილი
და ფიქრიც იყო, როგორც უკუნი...
დიდხანს გიხმობდით შენა და რიჟრაჟს, _
განა გამოჩნდა მნათობის ეტლი...
სიჩუმე იყო კვლავ ჩემი იჯრა,
უკუნი იყო კვლავ ჩემი ხვედრი...
და მე მარტვილმა
(ღმერთს გეფიცები!)
მახვილს დავანდე გულის ფიცარი;
ნუ შეეცდები ჩემს გაღვიძებას, _
მე დავიძინე გაუღვიძარი...

წყარო: www.facebook.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი