ღილღოს შემოდგომა


ადრე შემოდგა წელს შემოდგომა,
ტყე ვეღარ გასწვდა ნისლების მტკაველს,
მზემ ღრუბლის დგიმით ცა შემოდგიმა
და დაუსწრებლად დასტირის მთა–ველს.
რაღაც მაღალი სიჩუმე სუფევს –
მიწიდან ცამდის გადაცემული,
ღვრის მღვრიე ზეცა ცრემლების გუბეს– 
ზაფხულზე გლოვით გატაცებული.
ყვინთავს არყის ტყე, თუ მიეძინა?!
თან ბილიკს ცრემლთა მანანით ნამავს.
სდუმს შავქარაფი–ყრუ მუეძინი
და სალი–მოლა ასრულებს ნამაზს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი