გადმოწერა: PDF

აგერ, შემოდგომობის ..

აგერ, შემოდგომობის
ცივი გრძნობა ამდორებს
უმძიმესი ტომების
გენიალურ ავტორებს.

სული სცდება ამ სოფელს
სიჩუმით და წიგნითა,
ვერ პოულობს სამშობლოს
თუნდაც გადაწიგვნითა.

ამ დროს უცხო ბედიდან
რეკავს ქუჩის ფიქალი -
გისვრის კაბინეტიდან
უცნაური გრიგალი!

გრძნობა ხალხში მიილტვის,
გავიწყდება წიგნები,
და ახალ სიცოცხლისთვის
სწრაფად გარდაიქმნები!