გადმოწერა: PDF

არ მშორდება სევდა მწარე ..

არ მშორდება სევდა მწარე,
შავ ფიქრს ვეღარ გავეყარე...
ოჰ, რად, რისთვის შემიყვარე?
შენს ნაზ თვალებს შევადარე
ცის ლაჟვარდი მოელვარე...
რისთვის, რისთვის შემიყვარე?
ჩემი მზეა, ჩემი მთვარე
შენი სული, მონარნარე...
ოჰ, რად, რისთვის შემიყვარე?
უფსკრულის პირს გავიარე,
ცრემლის წვეთად დავიღვარე:
რისთვის, რისთვის შემიყვარე?
მტრულად გვიცქერს მშობელთ მხარე,
შვება გამინიავქარე...
ოჰ, რად, რისთვის შემიყვარე?
გულის ტანჯვა ვერ დავფარე,
ნიავს კოცნა დავაბარე...
ქალო, რისთვის შემიყვარე?