ბენუარიდან ხედავდა თვალი ..

ბენუარიდან ხედავდა თვალი,
რა საუცხოვო იყო მედეა.
ისეა თითქო დაღლილი თვალი,
შენი ალერსის მოიმედეა.
უმშვენიერეს და წმინდა ხმაში
ხეტიალობდა სულის ჩრდილები -
გამოსვლა იყო - მქუხარე ტაში,
ფარდა - ცრემლები და ყვავილები.
თეატრის შემდეგ ვიყავით ორი,
ეტლმა მადათოვს გაგვანაპირა,
სახეში გვცემდა ნიავის ტბორი
და წისქვილებში იბრძოდა მტკვარი.