გაგონდება თუ არა ..


გაგონდება თუ არა
კარალეთის დღეები,
მთების ლურჯი კამარა -
უცხო სამოთხეები?
კიდევ შეგრჩა თუ არა
მხიარული თვალები?
თუ დრომ გადაუარა
და ჩაუქრო ალები?
მივდიოდით მხარდამხარ
და დრო გვეუარესა,
აწ არ ვიცი სადა ხარ
და რომელსა მხარესა.
2 კომენტარი
salome30261 წლის წინ

სევდიანია

კიკოლიკო"ბედი - ქროლვის გარეშე - ჩემთვის არაფერია"4 დღის წინ

"თუ დრომ გადაუარა
და ჩაუქრო ალები?" :3

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი