გადმოწერა: PDF

გასაოცარი მისი შვენება ..

გასაოცარი მისი შვენება
არის ქვეყნიურ დემონის დარი,
როდესაც გესლი და შეჩვენება
ჯოჯოხეთიდან არის მომსკდარი.

და ეს მაისი, ქალი მეორე -
პატრონი იგი წამწამთა ქოხის,
მას გამძაფრება მომეტეორე
თან სდევდა დენდის, ზახერ-მაზოხის.

რომანიული სარჩული წყრომის!
შეხვედრა მკაცრი გადასწყვეტს ღამით,
რომელს დარჩება უფლება ლომის,
ჩაილდჰაროლდის წამოსასხამით.