გმართებს ტირილი ..

მონაზონ ქალს ოფელიას

გმართებს ტირილი და ცრემლთა ფრქვევა,
სტიროდე ადამ, სტიროდე ევა.

დასწვით, დასდაგეთ ოცნების ფერფლი,
ბოროტი გველის მსხვერპლი ხარ, მსხვერპლი!

სევდათ იცვალა თრთოლა ციების,
ღმერთი თარეშობს შურისძიების!

სტიროდე ადამ, სტიროდე ევა,
გმართებს ტირილი და ცრემლთა ფრქვევა.