გადმოწერა: PDF

გულს ნუ მოიყვან ..

ციკლიდან „პაციფიზმი“

გულს ნუ მოიყვან,
გულს ნუ მოიყვან,
დალიე ქვეყნის შესანდობარი,
დრონი მოირღვენ...

პირველს საშინლად დასწვა მეორემ
სახე, გვერდები.
გულს ნუ მოიყვან, კეთილო, თორემ
ადრე დაბერდები!