გადმოწერა: PDF

გულში მწუხარე ის მორევია ..

გულში მწუხარე ის მორევია,
რომელსაც გული ვერ მორევია.
მე იდეა მაქვს სხვა განაზრახი:
ვით სიყვარული, მძლე ხელოვანი,
როგორც სიცოცხლე არა ნაძრახი,
როგორც სიკვდილი სახელოვანი.