გადმოწერა: PDF

დამნაშავე ხარ ..

დამნაშავე ხარ.. შენ ხომ პირველად
ჩატეხე ჩვენი საერთო ხიდი.
მაგრამ ყველაფერს შენის ტანჯვებით
და შენის ცრემლით გამოისყიდი!
ცდებოდი, როს სხვას მოღალატედ და
ცხოვრების ამრევ არსებად თვლიდი,
მაგრამ ყველაფერს შუაღამისას
იდუმალ ლოცვით გამოისყიდი.
სპეტაკ სიყვარულს შენ თვალთმაქცობად
და ჩვეულებრივ სისუსტით ხსნიდი,
მაგრამ ამასაც შენი ნაღველით,
დამწველ ნაღველით გამოისყიდი.
წაიღე... გქონდეს იმ ცოდვის ნაცვლად,
რაც ძალუძს მოგცეს იმ ახალ ვნებას.
მე დავიტოვებ მხოლოდ იმ წარსულ
დროების ნაცვლად: შურისძიებას..