0 487

დიდად მჭერმეტყველობენ ..


დიდად მჭერმეტყველობენ,
მაგრამ დიდად ცდებიან:
გვითხარითო, წარსული
აწ რა კაპიტალია?

მაგრამ მკვდრები იგრძნობენ,
მკვდრები წამოდგებიან,
და წამოვლენ, წამოვლენ,
როგორც ზღვა ან კალია.

იგი მამა და პაპა,
პაპის პაპა, ბებია -
ყველა გამძაფრებული
რისხვა და გრიგალია.

აბა, მაშინ კი - თავი
რომელს მოსძულებია,
რომ არა თქვას: ვცდებოდით, -
უგონობის ბრალია...
კომენტარები (0)