დღე მიილულა ..

დღე მიილულა, როგორც ობობა,
დღე მიიბნიდა ვით ფეერია.
დღის მეცოდება უნაყოფობა,
უსივრცო ღამეს რომ შეერია.

ხვალაც ხომ წყევლით უნდა უცადო:
მკვდარი სიბნელის მოსვლა ცბიერი,
რომ განიცადო და კვლავ უწოდო -
არარაობა: სიცალიერე...

ხვალაც ვესროლო ვისმეს: „მშვიდობით“.
ვით ხის ფოთლები, დაცვივდენ წლები,
მივდივარ სავსე უამიდობით
და არასოდეს არ დავბრუნდები.

ვერ მოგშორდები, სულ ერთი არის,
უშთაგონებო სიყალბევ ქარის.

სათამაშოებს დიდება ისევ,
უყვარს ხანგრძლივი ხმა ბზრიალასი,
ქერა ტიკინა უწევს ბალიშზე,
ბუხართან ოქრო ელავს, ხალასი.

მწუხრის სიმშვიდის აოცებს რული,
ბობოქარი დღის შემდეგ რომ მოდგა,
თრთის სიხარულით აღსავსე გული -
მშობლიურ ცეცხლთან მგზნებარე მარად.

მე მიყვარს ხელის შეხება ქურდი
შუბლზე, რომელიც ცხელია, ცხელი.
იქ კუთხეში კი - კვლავ გდია ბურთი,
უფაფარო და უკუდო ცხენი.

დამავიწყდება დაღლა და გარჯა
ნელ საუბარში წამნი წარვლიან -
აი სულ, რაც ჩემს ცხოვრებას დარჩა,
რის სიყვარულიც მე მისწავლია.