ელექტროსადგურს აშუქებს მთვარე ..

ციკლიდან „ეპოქა“

ელექტროსადგურს აშუქებს მთვარე.
ელექტრონისთვის ხსნა ქვეყნად არი.
დაუსრულებელ მდინარეებზე
დაუსრულებლად ელავს მედგარი.

მას ენატრება გამოძახილი.
ის გაჩუმდება და დაუგდებს ყურს,
მღელვარე გუგუნს მოუცავს არე,
მღელვარე გუგუნს მოტორისებურს.