0 1019

ვარსკვლავთა ფიფქით გულია სავსე ..


ვარსკვლავთა ფიფქით გულია სავსე,
ელვარებს მთვარე,
შავი ზღვის ზვირთთა სცურავხარ ნავზე,
შენ, შუქთა მხარე.
კიპარისები, დაფნები, პალმა
მოსჩანან შორით,
და ნავთსადგური ცისფერმა ალმა
დაფარა ტბორით.
როგორც ეს გული, მიეცა ჯადოს
მიდამო მთელი..
მონტევიდეოს და კოლორადოს
ასახვა წრფელი.
კომენტარები (0)