ვერ გიხსნის გენიალობა ..


ვერ გიხსნის გენიალობა,
ვერც ნერვიული თითები.
შენ, როგორც დროის მწყრალობა,
ბრძოლას ნუ მოერიდები.
ძლიერი, უანკარესი
რომ გქონდა მგრძნობიერება,
მხოლოდ ამიტომ პარნასი
არავის მოეფერება.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი