თეთრ თოვლის ქვეშ სიზმრებს ..

თეთრ თოვლის ქვეშ სიზმრებს წაჰყვა მთის გრეხილი უხმო, შორი
და მღელვარე გაზაფხულზე ფიქრს მიეცა ველ-მინდორი.
თოვლის ფიფქით შეიმოსა ნაძვი ტოტებდახლართული
და მღელვარე გაზაფხულზე გაიყინა ნაკადული.

გაიყინა ცის ლაჟვარდი, გაიყინა ქვეყნის გული,
და მღელვარე გაზაფხულზე ტყე გარინდდა დაბურული.
სად, სად გაქრა მშვენიერთა ყვავილთა და ფოთოლთ კრება? -
იქ, სად მეფობს გაზაფხულის ოცნება და მოსიზმრება.