თვითონ ღელვაც რომ ნელდება ..

ციკლიდან „ეპოქა“

თვითონ ღელვაც რომ ნელდება
და სიცოცხლე ქვესკნელდება,
ის არსებობს. თუმც არ ჩნდება
და დუმილი ფარავს ჭაობს.
მარად, მარად ჩვენი გული
ბუდით საზღვარს გადასული,
ილტვის, ცოცხლობს და მოძრაობს.