ივრში დანიშნეს დემონსტრაცია ..

ციკლიდან „პაციფიზმი“

პარიჟი. 5. VIII.

ივრში დანიშნეს დემონსტრაცია
და მიტინგები
გაშლილი ცის ქვეშ.
მუნიციპალიტეტმა მისცა შენობა.
პრეფექტურამ აუკრძალა.
ყველა შენობები
დაიკავა
პოლიციამ და ჟანდარმერიამ.
დემონსტრაცია წინ მიიწევდა.
2.000 კაცი დააპატიმრეს
იყო შეტაკებები.
შემდეგ ყველანი გაანთავისუფლეს
ას კაცს გარდა.