იმ ნეტარ ღამეს, მშვიდს ..


იმ ნეტარ ღამეს, მშვიდს, იდუმალს, გამოუცნობელს,
ოდეს ცა მიწას მოუთხრობდა განვლილ სიამეს,
რა ნეტარებით გავცქეროდი მძინარე სოფელს,
რა ნეტარებით კვლავ ვიგონებ იმ ნეტარ ღამეს.
პირველი კოცნა... მთვარის შუქი... ხეების ჩრდილი,
მდინარის ოხვრა, ცელქი სიო, ჩურჩული წყნარი...
ოჰ, სად გაფრინდი... რად მომიკალ ყრმული ღიმილი,
იყავ კურთხეულ, ვინც წამართვი წრფელი სიზმარი.
იმ ნეტარ ღამეს, მშვიდს, იდუმალს, გამოუცნობელს,
ვარსკვლავი ვარსკვლავს მოუთხრობდა განვლილ სიამეს.
რა ნეტარებით გავყურებდი მძინარე სოფელს,
და როგორ ოხვრით აწ ვიგონებ იმ ნეტარ ღამეს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი