კედელს, შექმნილს რაიმეთი ..

კედელს, შექმნილს რაიმეთი,
ბრმად გათიშულ ერთა შორის,
გააშუქებს ღრმა იმედი
სიყვარულის და ამბორის.

შენ სიზმარი გეგონება,
რომ იქნება არა ნგრევა, -
ყველა, ყველა ეროვნება
ერთ ოჯახად გადიქცევა.

ჩვენი ძმობაც არ წახდება,
შრომაც ბრძოლას ეგვანება -
მალე, მალე ო, ახდება
ეს მზიური მოზმანება!