მან მოიტაცა ველები ..

მან მოიტაცა ველები თოვლის
ფეერიული თვალით მნათები,
ხან ნიაღვარი ცხრაასხუთისა,
ხან პეტროგრადის ბარიკადები.
ყვიროდა ცეცხლი და კონონადა:
შენი მარადი სული, რუსული.
კვნესდენ ველები უკრაინისა
და კრემლი ცეცხლით გადატრუსული;
თუ მართლა წამის წყვდიადში წადი,
თუ მართლა სიკვდილს მიეცი ხელი -
საოცარია ეს წელიწადი,
საოცარია ცხოვრება მთელი!