მდუმარე სმენით ..

მდუმარე სმენით
სდგანან ალმები,
ვერ ვიტყვი ენით,
ვის ვესალმები.
ელვარე ბურში
ზარებს აიტან.
დრო მოდის შურში...
ხმა არსაიდან.