0 967

მთის მწვერვალებს ..


მთის მწვერვალებს, მთის მწვერვალებს
მთის არწივი უგზნებს თვალებს,
შესტირის და შევალალებს.

მთის მწვერვალებს სხივი ანთებს
და მათ კალთებს, და მათ კალთებს
აელვარებს, აქათქათებს...

კვნესა ისმის: ‘შეინახეთ...
და ვერ ვპოვეთ, ვეღარ ვნახეთ,
რაც დავამხეთ, რაც დავმარხეთ"...

ცას არ ესმის, ის ცეცხლს ანთებს
და მდუმარე მთების კალთებს
დაელვარებს, დაჰქათქათებს.
კომენტარები (0)