0 531

მშვენიერებით ვიპოვე, უცხო წალკოტი ..


მშვენიერებით ვიპოვე, უცხო წალკოტი და ბინა...
იქ რუსთაველის სიმისთვის მზეს კალთა გადაეფინა.
იქ უკანასკნელ შხეფად და ცრემლის ნაკადად დაცლილი
ველური ჰანგით დაჰქროდა და კვნესდა ბარათაშვილი.
იქ აკაკის ხმებს ისმენდა გარინდებული მთა-ბარი...
ხმებს, ქართველთ გულის სიღრმიდან შიშით და კრძალვით აღებულს,
ნაზს ისე, როგორც ნაზია ზღვის სუნთქვა, ყრმობის ზღაპარი...
და მსუბუქს, თითქო ზეფირის სახეცვლით გაქანდაკებულს.
ამ ხმებს მასმენდენ ყრმობისას ჩემი სამშობლოს ვერხვები.
იდუმალ მუდამ თან მდევდენ, მუდამ თან მდევდენ ეგ ხმები...
და მეძახოდენ, სადღაც შორს - ოცნებათ ქცეულ მხარეში,
მიწვევდნენ შვების მორევში და მცლიდენ სიმწუხარეში...
ფრთხილად და შიშით ავიღე ჩემი ხმა გამოუცდელი,
მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს, კიდევ ბევრი მაქვს უთქმელი.
კომენტარები (0)