მშვენიერი სიცოცხლე ..

მშვენიერი სიცოცხლე, მზეზე უმხურვალესი,
გაჰქრა და თან წაიღო მეგობრების ხალისი.
საალერსო მაისის ვარდები არ არიან
მათი განსასვენები ეხლა ეს სამარეა.
ამ ქალს კვდომის ისარი მზიურ გულზე დაესო
და ხსენება მუდმივი მიეც, უზენაესო!