ოდეს იყრების ომად ლაშქარი ..


ოდეს იყრების ომად ლაშქარი,
არ რგებან გზანი,
ჩემო სიმღერავ, მაშინ ჩქარ-ჩქარი
ჰანგი დასძარი.

ოდეს სასმელად ლაშქარს არ ჰყოფნის
ზღვა ატლანტიის,
იწყე მოტივი - არა არყოფნის,
არამედ ტყვიის.

თუ რომ სადგომად არ ეყოფიან
სივრცე ხმელეთის,
ჩემო სიმღერავ, მაშინ სჯობიან
სიმღერა ჰკვეთის.

გადაერიე, ლაშქარო, გასწი,
გაფანტე მტერი,
წუნკლებს მიუზღავს თვისას ათასწილ
საბჭოთა ერი!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი