რევოლიუცია თავისუფალი ..

ციკლიდან „ეპოქა“

რევოლიუცია თავისუფალი,
მთქმელი სიმართლის დაუფარავის,
ძლიერი სული გაბრწყინებული
არ ემონება ქვეყნად არავის.
მხოლოდ სიმართლემ დაიმონავოს
ეს გაქანება, გრძნობა, გონება,
ბევრმა არ იცის, რა რიგ ტკბილია
ეგ მძიმე ხუნდი და დამონება.