როცა გარშემო ღამე ბნელია ..

როცა  გარშემო ღამე ბნელია,
თეთრო  ყვავილო უცხო  მდელოსი,
გგრძნობენ,  გფიქრობენ მოგელიან
შენ  პოეტები საქართველოსი.

უცხო ასულო,  ვიქნებით თქვენი
პალადინი და მარად  ძმობილი,
მხოლოდ  გიყვარდეთ ამდენის მთმენი
ოცნება ორად  გულგაპობილი.