0 205

საწყალ პოეტის შხამი და ჟანგი ..


საწყალ პოეტის შხამი და ჟანგი
და აბსენტისა ცივი ზმორება,
არ განმეორდა, პარიზის ჩანგო,
არც საჭიროა განმეორება.

დაცემა იგი შენ არ გშვენოდა.
იყო ბალადა შენი ვიონის;
დიდი ხნის შემდეგ შორს, უშენოდაც,
გბაძავდა სუნთქვა ვენის, ლონდონის.
კომენტარები (0)