0 498

ღრმა მწუხარება აღარც მანებებს ..


ღრმა მწუხარება აღარც მანებებს
ისევ უფსკრულში გადაქანებას.
როდემდე ვივლით
ასეთ ტკივილით?
როდემდე უნდა მივყვეთ ზმანებებს?

ყოველდღიური სიზმრების ნატვრით,
ერთ თეატრიდან, ან სხვა თეატრით,
როდემდე ვივლით
ასეთ ტკივილით
ან წარსულ დღეებს რატომ შევნატრით?

სარაჯიშვილი როცა მღეროდა,
მას ის სიმღერა ბედათ სწეროდა,
როდემდე ივლით
ასეთ ტკივილით,
შემოდგომისნო ჩრდილნო წეროთა?

შემოეფინა გულს კოცონებად
და დასწვა ძველი თავმოწონება,
როდემდე ივლით
ასეთ ტკივილით,
შემოქმედებავ, აზრო, გონება?

უბრალოებავ წარსულთა წამთა,
ის აღარა მწამს, რაც წინათ მწამდა,
როდემდე ივლით
ასეთ ტკივილით?
კომენტარები (0)