შენ აღარ ხარ ..

შენ აღარ ხარ. შეიქმენი
იმნაირად უბედური,
რომ ქვეყანას მწარე შენი
არ ასვენებს საყვედური.

შენი ლანდი მეწამული,
თვალთა შენთა ბოროტება,
შენი ასე მოწამლული
სიყმაწვილე მეცოდება.

თორემ ბევრს რა? როცა ჰყრია,
გზად ცხედრები სისხლიანი -
მათთვის მხოლოდ სეირია
და სიცილი გესლიანი!