შენს თეთრ შუბლზე ..

შენს თეთრ შუბლზე თვით გენიის
ზეციური მირონია,
მხოლოდ ბაგის კუთხეში კრთის
ღვთაებრივი ირონია.

ზღვაებრ დიდი, წრფელი გრძნობა
მწუხარების - გშვენის მარტოს...
სახის შენის გამოცნობა
ძალუძს მხოლოდ ლეონარდოს.