შუაღამისას, როცა მიდამოს ..


შუაღამისას, როცა მიდამოს
შემოხვეოდა მწუხარე ბინდი..
მებრძოლთ საფლავებს მივუახლოვდი,
პირ-ქვე დავემხვე და ავქვითინდი.
„სწორ-მეგობრებო, - ვიმეორებდი -
გამოიღვიძეთ, არ გეყოთ ძილი?
ისევ ქვითინებს ხალხი მშრომელი..
ისევ ხმაურობს რკინის ბორკილი“.
არსით პასუხი.. ყრუ მდუმარება
გამეფებული თითქო სულს ლევდა
და სიო ცელქი მთით მოსხლეტილი...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი