0 135

ჩვენი ზღვის არ-მნახველებს ..


ჩვენი ზღვის არ-მნახველებს
სხვა ჩვევები ჰქონია.
რაც მე აღარ მაღელვებს,
მრავალს დროშა ჰგონია.
აგრეთვე არ მაშინებს,
მუდამ გავემიჯნები -
ლექსს რომ აშალაშინებს,
უსულგულო ნიშნები.
თითქო ხმისთვის მზიური
გზა არაა შეჭედვის,
გარდა დემონიური
საშინელი ბეჭედის.
ნიშანი ქვეყნიური
ყალბი ენამჭევრობის,
დაღი სატანიური
შეთქმულობის წევრობის.
იცოდეს - თუ არ იცის:
ის იქნება საქები -
ენა მშობლიურ მიწის,
უბრალო, გასაგები.
კომენტარები (0)