0 911

ჩუ, ძახილია ..


ჩუ, ძახილია... მხიარულობენ,
აგერ... მუსიკამ დაიგრიალა,
იქით ხმა ისმის... „ვაშა და ვაშა!“
„ხომ გაიტანა“, „გვიჩვენა ძალა“.

ბურთს თამაშობენ, ცეკვავენ, ხტუნვენ,
დავიწყებიათ სუყველაფერი,
თითქოს არ ჰქონდეს რამ საზრუნავი
იმისი მეტი აღარაფერი!

მე კი სულ სხვაფრივ შევსცქერი ყველას
და არც მიტაცებს მხიარულება
და შენც, ოჰ, მუზავ, გთხოვ, გევედრები,
არ გადაზღუდო შენი უფლება.
კომენტარები (0)