ძველ დღეებზე რაოდენ ფიქრს იტევ ..


ძველ დღეებზე რაოდენ ფიქრს იტევ,
სამუდამოდ ჩატეხილო ხიდევ.
არ იქნება, რომ გამრთელდე კიდევ,
სამუდამოდ ჩატეხილო ხიდევ.
დაისვენე, თავი ბალიშს მიდევ,
სამუდამოდ ჩატეხილო ხიდევ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი