წარსულს გუნდ-გუნდად გადაეფარა ..

ციკლიდან „ეპოქა“

წარსულს გუნდ-გუნდად გადაეფარა
შავი ყორნების და გახრწნის სუნი,
მხოლოდ განახლდა და ისევ სცოცხლობს
კარგი გუგუნი, შრომის გუგუნი.
კავშირმა კლასმა მასში გახვია
თავისი სული, თავისი გრძნობა,
წელიწადები წელიწადს შესცვლის,
შთამომავლობას - შთამომავლობა.
შრომის უწმინდეს სიდიადეში
დარწმუნდებიან მუნჯნი და ყრუნი,
სანამ ჰქუხს ახალ საქართველოში
მძლავრი გუგუნი, ქარხნის გუგუნი.