0 3634

წყალტუბოდან ქუთაისში ..


წყალტუბოდან ქუთაისში
მიმავალო ქარო,
თუ მაისის ქუთაისმა
გკითხოს, ვინა ხარო,
უპასუხე, რომ სუნთქვა ხარ,
არ კი უთხრა - ვისი,
ისეც იგრძნობს ქუთაისი,
ჩემი ქუთაისი!
კომენტარები (0)