1927. VI. ვენა

ციკლიდან „პაციფიზმი“

ბარიკადებზე!
დაიწყო ბრძოლა!
ცეცხლად და ალხად
საყოველთაო გაფიცვათ ზოლი
მოვარდა ტალღათ.
მასსიურია გზებზე ომები
სისხლით, ცხედრებით,
გააფთრებითა და მონდომებით
და ამხედრებით.
ის, რაც სამუდმო ხსოვნად დარჩება,
ცეცხლის ხაზია,
დღესასწაულობს კვლავ გამარჯვებას
ბურჟუაზია.

5. VIII
ნიუ-ბეტფორდის ფეიქართ მხარე
იწყებს მხილებას,
იგი აყენებს მთელ რიგ მქუხარე
მოთხოვნილებას.
მრავალი მუშა წითელი დროშით
ქუხს ენამჭევრი,
მრავალი მიყავთ საპატიმროში,
დახოცეს ბევრი.

6. VIII
საქსოვ ფაბრიკის მუშათ გაფიცვა
მიდის, გრძელდება,
უფრო მრავალზე მრავალი რიცხვი
ამეტყველდება.
ბომბეაში კი
აამუშავეს მექარხნეებმა
თვით მანქანები:
გაჩნდენ მუშები, დაიწყეს შებმა
მათ დაქადნებით.
მანქანებისა შესძრეს რიგები,
გულს მიაყურეს,
შეაწყვეტინეს და ფაბრიკები
ისევ დახურეს.

8. VIII
ბომბეა.
გაფიცულების დიდი მიტინგი,
მეასე დღეა?
ქარხნის პატრონთა მწუხარე დინგი
მათთვის საფრთხეა.
მიტინგმა თმენის ჯაჭვი გასწყვიტა,
ჰქუხს კლასის გრძნობა,
ისევე ბრძოლა მან გადასწყვიტა,
და არ დათმობა.