ადამიანის ბორკილებში ჩაჭედვისათვის

ადამიანის ბორკილებში
ჩაჭედვისათვის
თუ იბრძვის მტერი, ამტეხელი
ომის ხმაურის,
სამშობლო ქვეყნის უფლების და
დიდებისათვის
გაუტეხელი ნებისყოფა
სძლევს მეთაურის.

მასში მებრძოლის უწმინდესი
სისხლი ხმოვანებს,
დასძრავს რა პირად მაგალითით
ჯარს მოგუგუნარს -
უსაზღვროდა ხდის, საარაკოდ
აღაფრთოვანებს
მის იერიშებს, მის უბადლო
გაძღოლის უნარს.