არ დაღუპულა

მე გადვიარე დღეს ჩვენი მთები,
ჩვენი მაისის წკრიალა წყარო;
შენი ნაზი ხმა და ოქროს თმები...
დაუვიწყარო, დაუვიწყარო.

მე მომეხვია დღეს ჩვენი ქარი
გადაქცეული ცად და მიწებად,
ჰქრის გაზაფხულის ნიაღვარივით
ვნებათა ადრე გამოღვიძება.

არ დაღუპულა! ისევ იქავე
დგას ასწლოვანთა ხეთა ჩერება,
გულით სიმღერა ვერ შევიკავე
და გადარჩენის ბედნიერება.