ახალი მოსახლეობა

ჩვენ ერთად ვუცდიდით ღამეში თეთრ სანთელს,
ჩვენ ერთად მოვრკალეთ ლოდინი და რიცხვი.
ბედივით გამოყვა ჩემს ბინას შარშანდელს
უქმი და უგონო ცხოვრების სირცხვილი.

ვიღაცა მახინჯი მხიარულ სიცილით
შემოგვხვდა... დაგვიწყო, დაგვიწყო პატიჟი!
ვინ იყო? საიდან? ჩვენ ის ვერ ვიცანით
და ყველა შევყევით შავი დღის ბადეში.

დავბრუნდით ბინაში და დაგვხვდა ცხედარი!
მივაგნეთ სულის კვალს! მე ნატვრას ვეახლე!
ოჰ! დადგა ჩვენი დრო ჩუმი და ნეტარი,
იდუმალ ქვეყნების ვართ ეხლა მოსახლე.