ბალადა, დაწერილი გორის ციხესთან

- მითხარ, ლიახვო, გრძნობის, გადაქცეულო ჟინად,
დიდი ბელადის ყრმობის არე რა იყო წინად?
- წინად? ფოლადის რკინად იდგა ტოლი და სწორი,
ომი მიაჩნდათ ლხინად... ასეთი იყო გორი.

გზნებათ ველები გზნობის, ციხე-კედლები ბინად,
ალყა მრავალი ხნობის, დარტყმა მეხად და გრგვინვად,
ძვლებს აქ მიმოყრილს ზვინად, ფრთას აზომებდა ქორი.
ომი მიაჩნდათ ლხინად... ასეთი იყო გორი...

გულანთებული კობა აქ ოცნებობდა ხშირად,
სამშობლო მხარის, ძმობის მცველებს სამარედ სძინავთ.
მტერთან - გარედ და შინად, არა ერთი და ორი
ომი მიაჩნდათ ლხინად... ასეთი იყო გორი.

კაცობრიობის ბრწყინვად სჩანდა ვარსკვლავი შორი.