1 3782

ბანანები


ბანანებს ჰყიდის
ელვარე ზანგი,
ის მართალია,
ის არ შეცდება;

მუდამ ერთი და
იგივე ჰანგი,
ნირშეუცვლელი,
როგორც წესდება:

მჭლევდება ფილტვი,
სივდება ფრანკი,
ყოფნა დღითი დღე
უარესდება!
კომენტარები (0)