ბრძოლათა თასი

ციკლიდან „ეპოქა“

გეყოფა ლურჯი ნაკადი ცისა,
ხალისიანი და გამჭვირვალე,
აი ეს თასი, ბრძოლათა თასი.
თვალი დაჰხუჭე და გამოსცალე!
დაჩუმდი, კმარა! მალე გაიგებ
სხვა ოცნებისა იდუმალ ძგერას,
იქ, სადაც დროშა აღიმართება,
იქ, სადაც სისხლი დაიწყებს ჩქერას.