გადაეფარა იგი მრავალ ხმას

ციკლიდან „ეპოქა“

რისხვიან გზაზე, რადგან მჯეროდა,
მე მძლავრ სიმღერას ყური მოვკარი.
ეხლა მე ვიცი, როგორ მღეროდა
მძაფრი ქარი და ზღვა ბობოქარი.
ეს იყო ბრძოლა. გამოდარების
ჰანგებით ჰქმნიდა ჰანგებს მქუხარეს.
გადაეფარა იგი მრავალ ხმას
და მოეფინა უმრავლეს მხარეს...